Mon-Sun 10:00 - 19:00

Home

ცხოველთა ჰოსპიტალი - ვეტლაიფი

გაიგე მეტი ჩვენს შესახებ
სანდო სივრცე შენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობისთვის

ვეტლაიფის ისტორია 5 წლის წინ პატარა კლინიკის გახსნით და სულ ორი თანამშრომლით დაიწყო. თუმცა იდეის წარმატების გარანტი ექიმი ვეტერინარის, სერგო ოსიპოვის 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ამბიცია იყო, უფრო მაღალ საფეხურებზე აეყვანა ვეტერინარია საქართველოში.

სწორედ მისი პროფესიონალიზმის და სწორი ხედვების გამო, ვეტლაიფი, გახსნიდან რამდენიმე თვეში თიბისის პროგრამის სტარტაპერის გამარჯვებული გახდა, რაც დიდი ბიძგი აღმოჩნდა კლინიკის წინსვლისთვის.

სხვადასხვა ვიწრო სპეციალობის ექიმის შემოერთებით, გუნდი ეტაპობრივად იზრდებოდა, ვითარდებოდა და მასთან ერთად ფართოვდებოდა სამუშაო არეალიც. ხუთი წლის განვამვლობაში კლინიკა 40000-მდე პაციენტს დაეხმარა ჯანმრთელი, სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებაში. შევიძინეთ უამრავი ერთგული მეგობარი და დავიმსახურეთ მომხმარებლების უპირობო ნდობა, რაც ჩვენი ჯგუფისთვის მთავარი მოტივაციაა.

2023 წლის მარტიდან ვეტლაიფი ახალ სივრცეში გადავიდა და დღეისათვის ყველაზე მასშტაბური მრავალპროფილური ცხოველთა საავადმყოფოა საქართველოში, საუკეთესო ვეტერინართა 20 კაციანი გუნდით, სრული სამედიცინო სერვისებით და უმაღლესი ხარისხის თანამედროვე აპარატურით. თუმცა გეგმები კიდევ უფრო დიდი და ამბიციურია…

ყველა არსება იმსახურებს ჯანმრთელ, სრულფასოვან ცხოვრებასა და ზრუნვას!

ჩვენი ცხოველთა ჰოსპიტალის მისიაც სწორედ ეს არის! შევქმნათ პროფესიონალური სანდო სივრცე, სადაც თქვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობა გარანტირებულია და მათ სამედიცინო სერვისების მიღება ქვეყნის საუკეთესო ექიმებისგან შეეძლებათ.

ყოველდღიურად, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ცოდნის გასაღრმავებლად, საზოგადოებაში ცხოველთა მიმართ ლოიალობის ასამაღლებლად და თავისი დიდი წვლილიც შეაქვს ქვეყნის ვეტერინარიის განვითარებაში.

გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენი მთავარი ღირებულებებები უცვლელია – ერთგულება, ლოიალობა, ხარისხი, განვითარება- ეს არის გზა, რომელსაც გუნდის ყოველი წევრი ბოლომდე უძღვნის თავს.

გუნდი, რომელიც თავდაუზოგავად ზრუნავს შენი პატარა მეგობრის კეთილდღეობაზე

კლინიკის დაარსებიდან დღემდე ჩვენი გუნდის დაკომპლექტება ოჯახური პრინციპით ხდება.

ვეტლაიფში ყველა თანამშრომელი თუ პაციენტი ერთი დიდი, ცოცხალი ორგანიზმის ნაწილია. ერთობის, სადაც იზიარებენ ცხოველების უფლებებს და თავდაუზოგავად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

სწორედ ამ პრინციპით ჩვენი პერსონალი 2 ადამიანიდან, 20 კაციან გუნდამდე გაიზარდა და მათ რიგებში სხვადასხვა ვიწრო სპეციალობის, ქვეყნის საუკეთესო პროფესიონალებს შეხვდებით.

ჩვენ გვიყვარს, ვზრუნავთ, გვერდით გიდგავართ და თქვენთან ერთად ყოველდღიურად ვცდილობთ მეტად განვავითაროთ ვეტერინარია საქართველოში

გაიცანით ჩვენი გუნდი

Who we are
სერგო ოსიპოვი
თერაპევტი, რადიოლოგი
თიკო ხუციშვილი
თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი
გიორგი ჩიკვატია
ქირურგი, ორთოპედი
ინგა ხარბედია
თერაპევტი, ნეფროლოგი, უროლოგი
თამარ ოშხერელი
ლაბორანტი
სოფო ოთარაშვილი
ანესთეზიოლოგი, კარდიოლოგი
ელენა კალმახელიძე
თერაპევტი, რეანიმატოლოგი

შენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისი ერთ სივრცეში

რატომ ჩვენ?
  1. სრული სამედიცინო მომსახურება
  2. ლოიალური, მზრუნველი გარემო
  3. საუკეთესო ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები

     

მომხმარებლები ჩვენს შესახებ

ფეთსიმონიალები
საუკეთესო გუნდი, მეგობრული გარემო და რაც მთავარია, პროფესიონალი ვეტერინარები 👏 განსაკუთრებით დიდი მადლობა სერგო ექიმს, ფანტასტიური ოპერაციისთვის და გულისხმიერებისთვის, მიუსაფარი ლეკვზე ❤️ ❤️🧿
Matin Rouhi

სალომე ყიფიანი

საუკეთესო გარემო და რაც მთავარია ყურადღებიანი პერსონალი ❤️
Susanne Scott

ქრისტინა აბჟანდაძე

ყველაზე მზრუნველი და დაუზარელი გუნდი გყავთ, ვერც წარმომიდგენია ვინმე სხვას როგორ უნდა ვანდო ჩემი ცუგა ❤️

David Tsanava

ნათია ბიჭიაშვილი

სიახლეები

ჩვენი ბლოგი
ონკოლოგიური დაავადებები ცხოველებში

იცოდით, რომ ონკოლოგიური დაავადებები ისეთივე ხშირია თქვენს ოთხფეხა მეგობრებში, როგორც ადამიანებში და მისი განვითარების შანსი 10 წელს გადაშორებულ შინაურ ცხოველებში განსაკუთრებით მაღალია? 🦠

ცხოველთა ვაქცინაციის მნიშვნელობა

იცოდი, რომ მიუხედავად იმისა გაგყავს თუ არა შენი ოთხფეხა მეგობარი გარეთ, მაინც არის შანსი ვირუსული დაავადებების გავრცელების? 🦠🐈

პარაზიტები და პრევენციული მკურნალობა

მნიშვნელობა არ აქვს რამხელაა შენი ოთხფეხა მეგობარი, ჯერ ლეკვია თუ ზრდასრული ძაღლი, ტანად პატარაა თუ დიდი - ზრუნვა და ყურადღება ყველას ერთნაირად სჭირდება 💙💙

დაგვიკავშირდით

Stay in touch